GE
8 სექტემბერი, 2016 12:43

აიბი მთიების კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

აიბი მთიების 2015 – 2016 სასწავლო წლის კუსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ყოველი მათგანი იმ უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც აირჩია.

ბევრმა მათგანმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ერთიანი ეროვნული გამოცდები დაინიშნა, აიბი მთიების ყველა კუსდამთავრებულმა წარმატებით გაართვა თავი მისაღებ გამოცდებს.

ეს წარმატება მრავალწლიანი სწავლის და შრომის შედეგია, რომელშიც ჩართული იყო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგი, მოსწავლე და მშობელი.

აიბი მთიები ულოცავს ყველა თავის კუსდამთავრებულს და უსურვებს სწავლის წარმატებით გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

სკოლა-პანსიონი IB-მთიები