სკოლა აიბი მთიებში სპორტული კვირეული ,,გააცოცხლე ოლიმპიადა“ რამდენიმე დღე მიმდინარეობდა
2016 წლის 21 დან 25 ნოემბრის ჩათვლით სკოლა აიბი მთიებში მიმდინარეობდა სპორტული კვირეული ,,გააცოცხლე ოლიმპიადა“. კვირეულის ფარგლებში სკოლას ესტუმრა მრავალი ოლიმპიური ჩემპიონი, თუ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე სპორტსმენი. მათ შორის იყვნენ, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ფეხბურთში, გელა კეტაშვილი. 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიო რეკორდის ავტორი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე, აგრეთვე რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი.
სტუმრებს შორის იყვნენ რიოს ოლიმპიადის მონაწილეები, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, მძელოსნები, ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა) და დავით ხარაზიშვილი (მარათონრბენი).
ვირეულის დასასრულს საბაზო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ,,დინამო არენას“, მძელოსნობის დარბაზს, ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს, სპორტის სასახლეს და სპორტის მუზეუმს.