„აქ ემღერება გულს“ მოსწავლე-მასწავლებლის შესრულებით და დირექტორის შეფასება (+ვიდეო)
„თბილისის ორ საჯარო სკოლაში ვმუშაობ, ხელოვნების პედაგოგად, სამუშაო რეჟიმიც საკმაოდ დატვირთული მაქვს, მაგრამ ასეთ შემოქმედებით გამოწვევაზე უარს როგორ ვიტყოდი. კოლეგებს ვურჩევ აგვყვნენ წამოწყებაში!“, – ამის შესახებ თბილისის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნანა თევზაძე გვესაუბრება, რომელიც იმ ვიდეოსაც გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს ყველასათვის საყვარელ სიმღერას, „აქ ემღერებ გულს“ მერვეკლასელ მარიამ დალაქიშვილთან ერთად.
იხილეთ: ვიდეო
აქტივობა სკოლის პროექტის ფარგლებში, სკოლის დირექტორის, თეონა მაისურაძის იდეით განხორციელდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს იდეის ავტორმა, თეონა მაისურაძემ უამბო, პროექტს, სახელწოდებით – „სიმღერა გვაერთიანებს“, აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში მეორე სემესტრიდან ახორციელებენ და მასში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, მშობლებიც აქტიურად ჰყავთ ჩართული.
„ვფიქრობ, ძალიან მხიარული, საჭირო და აუცილებელი წამოწყება გვაქვს. ჩვენს სკოლას სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის დიდი გამოცდილება აქვს. ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მათი აქტიური ჩართულობით გავდივართ შედეგზე. უშუალოდ ამ პროექტს მეორე სემესტრიდან ვახორციელებთ, პირადად ჩემი ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით“, – გვითხრა ქალბატონმა თეონა მაისურაძემ.
აბა, როგორ მოგწონთ პროექტის იდეა, აჰყვებით წამოწყებაში კოლეგებს?
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები