„არ შეიძლება, კლასელს გული ატკინო“- 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საყვარელი ფილმს აანალიზებენ (ვიდეო)
„თუ გინდა, ადამიანებს უკეთ გაუგო, ამისათვის მთავარია, უბრალოდ შეხედო მათ“,- ეს ამონარიდია ამერიკელი რეჟისორის, სტივენ ჩბოსკის ფილმიდან “საოცრება”, რომელიც დეფორმირებული სახით დაბადებული მეხუთეკლასელი მოსწავლის, ავგუსტ პულმანის სასკოლო ცხოვრების შესახებ გვიამბობს.
თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელმა მოსწავლეებმა დამრიგებლის, ეკა გულაშვილის ინიციატივით, 29 ნოემბერს სწორედ ეს ფილმი ნახეს და მათმა კითხვებმაც არ დააყოვნა:
„რატომ არ უყვართ ავგუსტი ბავშვებს?!“, „როგორი საყვარელია, ამის გამო არ უნდათ ემეგობრონ?!“, სკოლაში მართლა არ უვლია?“- ამ კითხვებს ფილმის დასრულების შემდეგ მესამეკლასელებმა თავადვე უპასუხეს.
აი, რას მიხვდნენ მოსწავლეები:
„მივხვდი, რომ დაუფიქრებელმა სიტყვებმა, შეიძლება, მეგობარს გული ატკინოს“, „საფრთხეს არასდროს უნდა შეუშინდე“, „ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის“, „არასდროს დანებდე“, „ვიღაცამ თუ გაგაბრაზა, ეს სიბრაზე ოჯახის წევრებზე არ უნდა გამოიყენო“, „არ შეიძლება კლასელს გული ატკინო“, – ასეთია პატარების დასკვნები, რომელიც თბილისის 142-ე საჯარო სკოლამ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები