„არსად ასეთი სითბო არ არის..“, – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელები ამღერდნენ (+ვიდეო)
„ჩვენ ჩავდეთ უამრავი თბილი ემოცია, დაუღალავი შრომა, მონდომება და მესამეკლასელების პატარა გულებიც ასე ტკბილად ამღერდნენ“, – ამის შესახებ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მესამე (გ) კლასის დამრიგებელი, ბაია მაჩიტიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება და იმ მუსიკალურ ვიდეოკლიპს უზიარებს, რომელშიც პატარები საკუთარ სკოლას უმღერიან.
იხილეთ ვიდეო
„არსად ასეთი სითბო არ არ არის და სხვას არა ჰგავს, ჩვენი კლასები ძველია, მაგრამ ასე გვგონია, ჩვენი სკოლა ხომ ჩვენი ტოლია“, – მღერიან მესამეკლასელები ვიდეოკლიპში.
როგორც პედაგოგი მოგვითხრობს, ვიდეოკლიპი სახელწოდებით „ჩემი სკოლა” ერთგვარი შეტყობინებაა, რომელსაც მოსწავლეები საკუთარ სკოლასა და მთელს სასკოლო საზოგადოებას უგზავნიან.
„სკოლის მიზანი გახლდათ, მოსწავლეებს გაეღრმავებინათ სკოლისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა, შესძლებოდათ სიყვარულის უპირატესობის დანახვა და მისი მნიშვნელობის გააზრება. ამ არაფორმალური აქტივობის დახმარებით მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა შევძელით“, – განგვიმარტა პედაგოგმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს by სკოლა პოლიგლოტი
-
„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს by სკოლების ამბები