5 მარტი, 2025 10:56
ასობით ტიტა ყველა მასწავლებლისთვის – ქუთაისელი დირექტორის სიურპრიზი კოლეგა ქალბატონებს (+ვიდეო)
3 მარტი, დედის დღე სკოლებში განსაკუთრებულად აღინიშნა.
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი ალექსანდრე კერესელიძე ასობით ტიტით ხელში დილიდან სკოლის დერეფანში იდგა და დასაქმებულ ქალბატონებს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით უწვდიდა მათთვის საზეიმოდ შეფუთულ ყვავილებს.
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლაში ეს უჩვეულო ამბავი არ ყოფილა, რადგან როგორც გვითხრეს, ბატონი ალექსანდრე ყურადღებიანი ხელმძღვანელია და დღესასწაულები არასდროს ავიწყდება.
იხილეთ ვიდეო:
@ananokhurtsidze1
„ჩვენს დირექტორი უყვარს კოლექტივის დაფასება და სიურპრიზებით გვანებივრებს. არავინ გამორჩენია და ყველა კმაყოფილი დავრჩით. ტიტებს მოსალოცი ბარათები ამშვენებდა”, – უამბეს EDU.ARIS.GE-ს სკოლაში.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი