GE
2 ნოემბერი, 2020 13:40

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ

როგორც მოგეხსენებათ ყოველწიურად ტარდება ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირები, რომლის მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 17-წლამდე ასაკის მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში აკეთებენ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებს და შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებიან. საქართველო ამ ტურნირებში მათი დაფუძნებიდანვე (2013 წელი) მონაწილეობდა.

წელს საქართველოს ნაკრებში არის ვეკუას სკოლის სამი მოსწავლე: ნენე ჟვანია, ანრი დარცმელია, ლევან ლოლაშვილი და ასევე კომაროვის სამი მოსწავლე: ნიკა მალცევი, ირაკლი მიროტაძე, სანდრო ვაჩაძე.

“წლევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ტურნირი ონლაინ ტარდება და ბავშვებს საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდათ მოსამზადებლად. მოუხედავად ამისა ჯერჯერობით მეოთხე რაუნდის ჩათვლით ერთერთი საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ წინა წლებთან შედარებით და ამჟამად მეორე ადგილზე ვართ.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ ნენე ჟვანიამ ერთერთი საუკეთესო ოპონირება გააკეთა მთელი ტურნირის მაშტაბით, ლევან ლოლაშვილმა კი ერთ ერთი საუკეთესო მოსხენება.

დღეს, ამ წუთებში ნახევარფინალები მიმდინარეობს, სადაც ჩვენი გუნდის გარდა მონაწილეობენ შვეიცარიის, ხორვატიის, რუმინეთის, საბერძნეთის და რუსეთის გუნდები.

წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!”, – აღნიშნავენ ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება