GE
19 დეკემბერი, 2024 12:28

ინფორმაცია მშობლებს და გაფრთხილება მოსახლეობას – „ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის შემთხვევები გაორმაგდა“

„თუ 49-ე კვირას შეადგენდა 12%-ს, ახლა 25 პროცენტია, ანუ, ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის შემთხვევები გაორმაგდა“, –  განცხადება ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს, 19 დეკემბერს გააკეთა.

როგორც მედიკოსმა მედიასთან განაცხადა, გრიპის ვირუსების მატების ტენდენცია მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება.

სპეციალისტები შემთხვევების პიკს დეკემბერ-იანვრის პერიოდში ვარაუდობენ.

ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, თუ რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. B ტიპის არის გამოვლენილი ვირუსების დაახლოებით 2% პროცენტი, ხოლო დანარჩენი შემთხვევები მოდის  H1N1 ვისრუსზე ე.წ ღორის გრიპზე,

მედიცინის სფეროს წარმომადგენლის თქმით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. სპეცილისტმა მაგალითისთვის მოიყვანა იაშვილის კლინიკაში ბავშთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები.

მისი ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში რესპირაციული ვირუსით მოხვედრილთა უმეტესი ნაწილი ბავშვია და მათ უმეტეს ნაწილს დასჭირდა ანტივისურული პრეპარატის გამოყენება, პნევმონიის – ფილტვების ანთების გამო.

ივანე ჩხეაძემ მოსახლეობისთვის რეკომენდაციაც გასცა. მისი შეფასებით, მოსახლეობას შეუძლია დაასწროს პიკს, რომელიც დეკემბრის ბოლოსა და იანვრის თვეში იქნება და გამოიყენოს მომდევნო 7-10 დღე გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია სრულიად უფასოა.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში