ბულინგის თემაზე სპეციალურმა მასწავლებლებმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს – განხილული საკითხები და აქტივობები
თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში ბულინგთან დაკაშირებულ საკითხებზე, მოსწავლეთა ინფორმირებულობისა და პრევენციის გზების გაცნობის მიზნით, სპეციალურ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან შეხვედრას გამართეს.
როგორც სკოლის 5 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სპეციალურმა მასწავლებლებმა მოსწავლეებთან დაწვრილებით განიხილეს შემდეგი საკითხები: ბულინგის მნიშვნელობა; სახეები; გამომწვევი მიზეზები; „მოძალადის“ ამოცნობის ხერხები; ბულინგის მოსალოდნელი შედეგები; პრევენციის გზები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სპეციალურმა მასწავლებლებმა ბულინგზე ფილმი-„DangerPoint Anti Bullying Film 2017” აჩვენეს. ფილმის ბოლოს, მოსწავლეებმა სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს და დაუკავშირეს მოსმენილი საკითხები ფილმს.
ბავშვებმა, ჩამოთვალეს ბულინგის რა სახეები იყო ნაჩვენები, ისაუბრეს თუ რა გადაჭრის გზა გამოიყენა ფილმის მთავარმა პერსონაჟმა, როგორ მოგვარდა პრობლემა და გამოთქვეს ვარაუდი საკითხის მოგვარების სხვა შესაძლო გზების შესახებ.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები