„ცეკვა გაკვეთილების დაწყებამდე ჩვენი ტრადიციაა“ – წალენჯიხის მე-6 სკოლის პედაგოგი ვიდეოს აზიარებს
წალენჯიხის მეექვსე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ნათია მიქავა მოსწავლეებთან განსაკუთრებით სასურველი და სახალისო მეთოდით იწყებს მუშაობს – გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელი მათთან ერთად ცეკვავს. ამის ამსახველ ვიდეოს, რომელშიც სჩანს თუ როგორი ხალისით იწყებენ გაკვეთილს სკოლაში, პედაგოგი, სოციალურ ქსელში 16 აპრილს, აქვეყნებს.
იხილეთ: ვიდეო
როგორც მუსიკის მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს უყვება, ამ კონკრეტულ ვიდეოში ის მოსწავლე გოგონებთან ერთად „კოხტა გოგო“-ზე ცეკვავს. ნათია საკუთარი მეთოდის შესახებ გვესაუბრება და კოლეგებისთვის გამოცდილებას აზიარებს, თუ როდის და რატომ არის შედეგიანი ცეკვის აქტივობის გამოყენება.
„ცეკვა გაკვეთილების დაწყებამდე ჩვენი ტრადიციაა. ყოველ დღეს, ჩვენი მოსწავლეები სიახლეებსა და სიხალისეს ელიან, მეც ვცდილობ, მათთვის სწავლა-სწავლების პროცესი განსაკუთრებული იყოს და სწორედ ამიტომ მოვიფიქრე ასეთი მეთოდი. ჩემი დაკვირვებით, ცეკვა-სიმღერა არა მხოლოდ მოსწავლეების გონებას, სხეულსაც აძლევს სტიმულს. ბავშვები აქტივობის შემდეგ მთელი დღე ენერგიულად და ხალისით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. კოლეგებს ვურჩევდი, გამოიყენონ ეს მეთოდი, თავადაც დიდ სიამოვნებას მიიღებენ“, – ამბობს ნათია მიქავა.
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი