2 მაისი, 2025 16:38
„ჩვენი კოხტა ქუთაისი“ – 38-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების „საგალობელი“ ქალაქის დღესასწაულზე (+ვიდეო)
ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ტრადიციული დღესასწაული, გვირილობა, წელსაც განსაკუთრებით თბილი და მუსიკალური აღმოჩნდა. ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პატარა მოსწავლეებმა საკუთარი ქალაქისადმი სიყვარულით შთაგონებული სიმღერა – „ჩვენი კოხტა ქუთაისი“ განსაკუთრებული სითბოთი და გულწრფელობით შეასრულეს.
EDU.ARIS.GE-ს ვიდეოს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მარიამ რობაქიძე უზიარებს.
„ეს სიმღერა – „საგალობელი“ მე-3 კლასელებმა ჩაწერეს დიდი სიყვარულით. გვირილობა ჩვენთვის განსაკუთრებული დღესასწავულია. მესამეკლასელების დამრიგებელია, ქრისტინე ნიკოლეიშვილი“, – გვითხრა პედაგოგმა.
პატარების ხმით აჟღერებული ჰანგები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ბავშვებში ჩაბუდებული პატრიოტიზმი და მადლიერება მშობლიური ქალაქისადმი.
-
„პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები