„ჩვენი პატარა ექიმები“ – როგორ აღნიშნეს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე 31-ე საჯარო სკოლაში
თბილისის 31-ე საჯარო სკოლამ ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია არც ამ წელს დააღვია. სკოლის პედაგოგებმა და ექიმმა პირველკლასელებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობა ერთობლივად დაგეგეს. ყველა პატარამ თეთრი ხალათი, ექიმის სამედიცინო პირბადე, ფონეიდოსკოპი და ქუდი მოირგო. ამის ამსახველ კადრებს წარწერით: „ჩვენი პატარა ექიმები“ თავად სკოლა დღეს, 10 აპრილს საკუთარ სოცილურ ქსელში აქვეყნებს.
სკოლის ინფორმაციით, აქტივობაში ჩართულნი იყვნენ პირველკლასელების პედაგოგები: ნათია აბულაძე, დალი ხმალაძე, ხათუნა ოდელაძე, ნინი გოგოლაძე და თეა ჯანაშია. მოსწავლეებმა პასუხი მიიღეს ამ და სხვა კითხვებზე: “რას ნიშნავს იყო ექიმი?”, “რომელი საკვებია ჯანმრთელი?”, “როგორ მივხვდე ავად რომ ხვდები?”.
„აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო შეკითხვები დაუსვეს სკოლის ექიმს და მადლობა გადაუხადეს სამსახურისთვის. ასევე გაითვალისწინეს, რომ ჯანმრთელობის საწინდარი ჯანსაღი ცხოვრების წესის სწორად დაცვაა”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები



