„ცნობის ფურცელი“ – 23-ე საჯარო სკოლა 150 წლისთავს ზეიმობს
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23-ე საჯარო სკოლას წელს საიუბილეო თარიღი აქვს, ის 150 წლის გახდა. ამის შესახებ თავად სკოლა იუწყება და მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ დამონტაჟებულ ვიდეოს აქვეყნებს სახელწოდებით – „ცნობის ფურცელი“.
რას ვიგებთ ვიდეორგოლიდან 150 წლის სკოლის შესახებ:
23-ე საჯარო სკოლა, 1873 წელს, პროგიმნაზიად დაარსდა. მომდევნო წლებში ის ქალთა მეორე გიმნაზიად გადაკეთდა და მხოლოდ ქალები იღებდნენ სასკოლო განათლებას.
სკოლის მოსწავლებისა და პედაგოგების შესახებ, ილია ჭავჭავაძე ცნობებს გაზეთ „ივერიაში“ ყოველკვირეულად აქვეყნებდა. სკოლის ხელმძღვანელთა გუნდში, სხვადასხვა დროს, შედიოდნენ ისეთი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, ექვთიმე თაყაიშვილი.
1937 წელს ქალთა სასწავლებელი ვაჟთა სკოლასთან გაერთიანდა და მას დიდი ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა. ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, ქალთა მეორე გიმნაზიას არაერთხელ შეეცვალა სახელწოდება.
მრავალი წლის მანძილზე სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა ფრანგული ენა. 2017 წელს სკოლამ დაკარგული სტატუსი აღიდგინა და ფრანგული ენას მოსწავლეები კვლავ გაძლიერებულად სწავლობენ.
რუბრიკაში: „ცნობის ფურცელი“ #23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰყვებიან სხვადასხვა წლებში სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებულების შესახებაც.
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები