21 მარტი, 2024 11:23
„დაასრულე სტერეოტიპები ჩვენთან ერთად!“ – 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი საზოგადოებას
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და არც სტერეოტიპებით აზროვნებენ! 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის 198-ე საჯარო სკოლამ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო, რომლის სახელწოდებაცაა „დაასრულე სტერეოტიპები ჩვენთან ერთად!“.
სკოლის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეები საზოგადოებას იმ მცდარი წარმოდგენების შესახებ ამცნობენ, რომელიც მათ მიმართ ხშირად სტერეოტიპულ დამოკიდებულებას იწვევს.
იხილეთ მოსწავლეების გზავნილი
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. საქართველო წელს მეცამეტედ შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას. 2024 წლის მთავარი გზავნილია #ერთადდავასრულოთსტერეოტიპები.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
„თანასკოლელს სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას“ – შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მესამე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი



