26 ოქტომბერი, 2023 12:11
„დაიცავი წყალი! გადაარჩინე სიცოცხლე!“ – 166-ე სკოლის მოსწავლეთა კამპანია მოსახლეობისთვის
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 25 ოქტომბერს საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით: „დაიცავი წყალი! გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჩაატარეს.
სკოლის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა სკოლის მე-4 კლასებშიც.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უთხრეს, ამ იდეის ავტორი დაწყებითი კლასების პედაგოგი მარინა კაპანაძე გახლდათ მოსწავლეების გზავნილი კი წერეთლის გამზირის მოსახლეობისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მესიჯების გაგზავნა იყო როგორიცაა: „შეაკეთე მილი წყალი ძვირფასია,“ „მტკნარი წყლის მარაგი შეზღუდულია,“ „დედამიწა დიდი ხნის წინ გაცივდებოდა და გადაიქცეოდა ქვების გროვად, რომ არა წყალი“, „წყლის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებს“…
ფოტოები საინფორმაციო კამპანიიდან:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„თანასკოლელს სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას“ – შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მესამე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი



