დამრიგებელმა მეორეკლასელების საახალწლო საჩუქარი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა (+ვიდეო)
საყვარელი მოსწავლეებისთვის ახალი წლის საჩუქრების დამზადებაში პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტი ეხმარება. 2025 წელს, ეს დახმარება საკუთარ თავზე გამოსცადა თბილისის 133-ე საჯარო სკოლის, II-ბ კლასის დამრიგებელმა, ქეთი ზარანდიამ.
მოსწავლეების საჩუქარი ვიდეო პედაგოგმა ხელოვნურ ინტელექტს დაამზადებინა და დღეს, 6 იანვარს, EDU.ARIS.GE-ს უზიარებს.
იხილეთ ვიდეო:
„ხელოვნური ინტელექტი ბევრ რამეს ამარტივებს. მე შევძელი ჩემი მოსწავლეების დახასიათება, წლის სახალისო მომენტების გახსენება, ეს ყველაფერი კი “inshot” აპლიკაციაში გავაკეთე. პედაგოგებს შეუძლიათ თავადაც გამოიყენონ. ძალიან მარტივია“, – აგვიხსნა ქეთი მასწავლებელმა.
პედაგოგის სურვილია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები ყველამ სათანადოდ გამოიყენოს.
ქეთი მასწავლებლის აზრით, ეს სწავლა-სწავლების პროცესს გაცილებით გაამარტივებს.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები