დამსახურებული გამარჯვება ემიგრანტი დედისთვის მიძღვნილი სიმღერით – საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული მოსწავლე საქართველოდან
დამსახურებული გამარჯვება, უწყვეტი ოვაციები, ტაში და მილოცვა ევროპის 17 ქვეყნისგან, ასეთია საქართველოს შედეგი 2024 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე.
მუსიკალურ კონკურსზე, რომელშიც ევროპის 17 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსზე გამარჯვებების შედეგებით ჩვენი ქვეყანა რეკორდსმენი გახდა.
ანდრია ფუტკარაძე ევროპის მრავალმილიონიანი მაყურებლის წინაშე, გიგა კუხიანიძის სიმღერით, „To My Mom“ წარდგა, რომელიც, ემიგრანტ დედას მიუძღვნა.
იხილეთ ვიდეო:
ანდრიას დედა ამერიკაში ცხოვრობს და დედა-შვილს ურთიერთობა ძირითადად ვიდეოზარით უწევთ. 11 წლის მოსწავლემ საკუთარი მონატრება და ემოციები ერთ სიმღერაში გადმოსცა.
ანდრიას წარმატება ყველაზე მეტად მშობლიურ ქალაქში, ბათუმში ახარებთ.
ანდრია ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეა.
როგორც სკოლაში EDU.ARIS.GE -ს უთხრეს, ის 2 წლის ასაკიდან მღერის. მისი გამარჯვება განსაკუთრებული ოვაციით აღნიშნეს სკოლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგებმა, ისინი ანდრიას მასწავლებლები არიან.
ინფორმაციისთვის, 11 წლის ანდრია ფუტკარაძის ემოციებით სავსე ნამღერისა და ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, საქართველო, 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა იქნება.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS