7 დეკემბერი, 2023 16:13
„დატოვე მოტივაცია“ – წეროვნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო აქტივობა
წეროვნის #1 საჯარო სკოლაში გაკვეთილზე გამოცხადებულ მოსწავლეებს დღეს, 7 დეკემბერს, უჩვეულოდ ლამაზი, წიგნებითა და ყვავილებით გაფორმებული კედელი დახვდათ.
ასობით წიგნი იმ გვერდებზე იყო გადაშლილი, სადაც მოსწავლეები სამოტივაციო განწყობის ტექსტებს მრავლად ამოიკითხავდნენ. კედლის ამსახველი ფოტოები წეროვნის საჯარო სკოლამ დღეს გაავრცელა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უთხრეს, მოსწავლეებს უფლება მიეცათ, გადაშლილი წიგნების ფურცლებზე საკუთარი მინაწერიც დაეტოვებინათ.
კედელზე, სამოტივაციო სახის გამამხნევებელი ფრაზები უკვე გაჩნდა: „არ დანებდე“, „დაისახე მიზანი“, „გულს მოუსმინე“, „გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების“.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



