4 მარტი, 2024 11:49
„დედაშვილობა – ლამაზი ზღაპარი“ – დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 41-ე საჯარო სკოლაში
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის პირველკლასებში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „დედაშვილობა – ლამაზი ზღაპარი“ ჩატარდა.
როგორც სკოლის მიერ 3 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა საინტერესო პრეზენტაციები და სცენარები წარმოადგინეს, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები დედაზე.
პატარებმა დედებს დიდი სიყვარულით შექმნილი მისალოცი ბარათები გადასცეს, ღონისძიების ბოლოს კი დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად ბუშტები გაუშვეს.
“მოსწავლეებისთვის ეს იყო ერთ-ერთი თბილი, საინტერესო, სახალისო და სიყვარულით სავსე დღე და დარწმუნებული ვართ, კიდევ მრავალი ასეთი საინტერესო დღე იქნება მათ ცხოვრებაში”, – ვკითხულობთ დედებისამდი სკოლის მილოცვის წერილში.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები



