GE
15 ნოემბერი, 2023 17:27

დღე, როდესაც სკოლის მოედანზე მაჭკატებისა და ცხელი კაკაოს სურნელი ტრიალებდა

150-ე საჯარო სკოლის ეზო 14 ნოემბერს, ზღაპრულ ადგილად გადაიქცა, სადაც ბევრ პეპის, კარლსონს, რონიას, რასმუს და სხვა ასტრიდ ლინდგრენის შექმნილ გმირს შეხვდებოდით. მიზეზი კი შემდეგი გახლდათ – მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ბავშვებისთვის უსაყვარლესი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღნიშნეს.

ამ დღეს დეტალურა აღწერს პედაგოგი ნათია მეფარიძე, რომელმაც ღონისძიების შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს თავად მიაწოდა.

„მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი ,,პეპი გრძელი წინდა”, ისაუბრეს საკუთარ შთაბეჭდილებებზე, ნაწარმოების მთავარ და არამთავარ პერსონაჟებზე, მისწერეს წერილები პეპი, ტომისა და ანიკას. შექმნეს წიგნი, რომელშიც დახატეს საყვარელი ეპიზოდი და დაურთეს ილუსტრაციები. უყურეს ფილმს ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”. დაამზადეს მოსაწვევები მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის, მოიწვიეს ღონისძიებაზე და თბილი კაკაოთი და გემრიელი მაჭკატებით გაუმასპინძლდნენ. ბოლოს კი ციდან ნამდვილი კანფეტების წვიმა წამოვიდა. ყველა გოგო პეპისა და ანიკას ფორმებში გამოეწყო, ბიჭებმა კი კარლსონის, ტომისა და პოლიციელების ფორმები მოირგეს“, – წერს მასწავლებელი.

როგორც გავიგეთ, ამ დღესასწაულის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები.

ფოტოები:

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო ზღაპრულ ადგილად გადაიქცა და სამუდამოდ დაილექება ბავშვების მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი ტკბილი მოგონება“, – წერს 150-ე საჯარო სკოლა საკუთარ გვერდზე.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში