მოსწავლეთა მშობლებმა დირექტორსა და პედაგოგებს სიმღერა მიუძღვნეს – 94-ე სკოლის გამორჩეული ბანკეტი (+ვიდეო)
„ბანკეტი უნდა გახადოთ საინტერესო და დაუვიწყარი არა მხოლოდ თქვენი შვილებისთვის, მათი საყვარელი მასწავლებლებისა და მოწვეული დირექტორისთვის და ჩვენი გზავნილიც ეს არის“, – ამის შესახებ 94-ე საჯარო სკოლის მე-12 (გ) კლასის მშობლები, ნათია ზაზაშვილი და მაკა კურტანიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ და სკოლის ბანკეტის იმ ვიდეოსაც გვიზიარებენ, რომელშიც ჩანს თუ როგორ ასრულებენ მშობლები სკოლის დირექტორის, ნინო გახარიასა და მასწავლებლებისათვის სპეციალურად შექმნილ მუსიკალურ ნომერს.
ჩვენი რესპონდენტი მშობლების ინფორმაციით, სიმღერის მიძღვნის იდეა 2 მშობელს გაუჩნდა. რის შემდეგადაც მუსიკისა და ტექსტის შექმნაში დახმარება ცნობილ იუმორისტებს, ციაკო ფიფიასა და თათია სულუაშვილს სთხოვეს. შედეგი კი ასეთი გამოვიდა:
იხილეთ ვიდეო:
“12 წელი ჩვენ ერთად გავლილი გვაქვს,
ექსკურსიებით ფეხები დაღლილი გვაქვს,
გალაკტიონი, მენდელეევის ცხრილი,
ზეპირად ვიცით მშობლებმაც გაკვეთილი…“ – მღერიან ვიდეოში 94-ე საჯარო სკოლის მე-12 (გ) კლასის მშობლები.
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
როგორ გააგზავნოს მოსწავლემ შესრულებული დავალება ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია by სკოლების ამბები
-
რატომ მიაქვს ბავშვს სათამაშო სკოლაში – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა by სკოლების ამბები