„ემოციური პედაგოგიკა“ – ახალი პედაგოგიური პარადიგმა და ემოციური ინტელექტის განვითარების სივრცედ ქცეული კლასი
როგორი იქნება კლასი, სადაც მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, მოსწავლეების ემოციური ზრდაც ხდება. ჰუმანური პედაგოგიკის მიზანია, შექმნა ისეთი კლასი, რომელიც ზრდის არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ ემპათიურ ადამიანებს.
აღნიშნული მიზნის განსავითარებლად სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელმა, ბაია ბოლქვაძემ ემოციური პედაგოგიკის გზა აირჩია. მისთვის მოსწავლის ემოციურად განვითარება ახალი პედაგოგიური პარადიგმაა.
პედაგოგმა კლასში „ემოციების კუთხე” შექმნა, რომელიც დამხმარე რესურსით ააწყო.
როგორც ბაია მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს უამბობს, ინსპირაციას წარმოადგენს ანიმაცია სახელწოდებით “თავდაყირა”. ის ამიტომაც კოლეგებს ურჩევს, მსგავსი კუთხის შექმნამდე მოსწავლეებთან “თავდაყირას” ჩვენება/განხილვა მოაწყონ.
კლასებისთვის ამოსაბეჭდი რესურსი – ემოციები
„რაც შეეხება უშუალოდ კუთხეს – კედელზე განათავსეთ ემოციები, თითოოეულ მათგანს თავზე დაამაგრეთ მოწოდება, რომელიც სათაურების ველშია მოცემული, მაგ: “მე მძვინვარება ვარ, დამამშვიდე”. ხოლო ქვეშ საფეხურებად განალაგეთ ამ ემოციის საფეხურები, რომელიც ასევე რესურსშია გაზიარებული. იმისთვის, რომ მარტივი წარმოსადგენი იყოს, თან დავურთავ ფოტოს“, – აგვიხსნა პედაგოგმა.
“ემოციების კუთხე” თქვენს მოსწავლეებს დაეხმარებათ საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მართვაში, თქვენ კი შეგიძლიათ ის მრავალი ფორმით გამოიყენოთ, მაგ: ქეისების განხილვის დროს, კლასის საათის ჩატარებისას და ა.შ.
-
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ოლიმპიადა „მოაზროვნის“ საბაზო საფეხურის გამარჯვებულია by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი