„ერთი დღით ჩვენი სკოლა იდუმალ ადგილად იქცა“ – როგორი იყო ჰელოუინი თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს, ჰელოუინის დღესთან დაკავშირებით უფლება მიეცათ, რომ გაკვეთილებზე ჩვეული სასკოლო ფორმის ნაცვლად, სხვადასხვა გმირების კოსტიუმებით გამოცხადებულიყვნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სკოლამ 29 ოქტომბერს გაავრცელა და საკარნავალო ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეების ფოტოებიც გამოაქვეყნა.
როგორც სკოლა წერს, განწყობა მასწავლებლებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა და ბავშვებს ჰელოუინის თემაზე სხვადასხვა სახალისო და კრეატიული აქტივობა შესთავაზეს. „ერთი დღით ჩვენი სკოლა იდუმალ ადგილად იქცა. მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟებისა და გმირების კოსტიუმები მოირგეს და გაკვეთილებზე ასე გამოცხადდნენ“, – ვკითხულობთ სკოლის გვერდზე გამოქვეყნებულ ამბავში.
ცნობისთვის, ყოველი წლის 31 ოქტომბერს დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს და კოსტიუმირებულ წვეულებას აწყობს. ჰელოუინს საქართველოს სკოლის მოსწავლეებიც უერთდებიან.
ფოტოები:
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები



