გოგონების საჩუქარი თანაკლასელ ბიჭებს – გემრიელად დასრულებული სასწავლო წელი 150-ე საჯარო სკოლაში (+ფოტო)
150-ე საჯარო სკოლის მე-7 (დ) კლასის მოსწავლე ბიჭებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღე სწორედ ისეთი აღმოჩნდა როგორზეც ოცნებობდნენ. კლასში, რომელსაც ახალგაზრდა დამრიგებელი, ეკატერინე ბეჟიტაშვილი 2 წელია ხელმძღვანელობს, მოსწავლე გოგონებმა გადაწყვიტეს, ბიჭებისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ და მათთვის საყვარელი საჭმელი – შაურმა შეიძინეს.
15-მა შაურმამ, რომელსაც იასმნისფერი ბაფთები ამშვენებდა, მოსწავლე ბიჭები რასაკვირველია, აღაფრთოვანა. როგორც სკოლაში გვითხრეს, ეკა მასწავლებელი მოსწავლეების საუკეთესო მეგობარია და ცდილობს, სკოლაში გატარებული ყოველივე დღე მათთვის დაუვიწყარ დღედ აქციოს, ის თავად იყო ჩართული ამ სიურპრიზის დაგეგმვაში.
იხილეთ ფოტო:
“ჩემი კლასი სულ რაღაც ორი წელია, რაც შეიქმნა. ამ წლების მანძილზე. ვცდილობდი. მეგობრული კლასი შემეკრა. ერთმანეთის დასაახლოებლად უამრავ აქტივობას ვიფიქრებდი. ჯერ ბიჭებმა გაუკეთეს საჩუქარი გოგონებს – შოკოლადები და ყვავილები აჩუქეს, სერენადა უმღერეს. ახლა კი გოგონებმა. ასე გემრიელად დავასრულეთ სასწავლო წელი”, – უამბო EDU.ARIS.GE-ს ეკატერინე შეჟიტაშვილმა.