edu.aris.ge

AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს.

გიმნაზიის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტი საქართველოს, რუმინეთისა და თურქეთის ახალგაზრდებს აერთიანებს და მიზნად ისახავს კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო მეგობრობის ხელშეწყობას. პროგრამა ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინშეხვედრები და საერთაშორისო გაცვლითი ვიზიტი, რომლის დროსაც მოსწავლეები სამი ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ტრადიციებსა და ღირებულებებს გაეცნობიან. ინტერაქტიული ვორკშოპების, ჯგუფური დისკუსიების, კულტურული პრეზენტაციებისა და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, აღმოაჩენენ საერთო ღირებულებებს და განსხვავებული პერსპექტივების დაფასებას ისწავლიან.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, ინგლისურ ენაზე ურთიერთობის პრაქტიკის გაღრმავებასა და სტერეოტიპების დაძლევას. საერთაშორისო გუნდებში თანამშრომლობა მათ შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ ახალი კავშირები და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობა უკეთ გაიაზრონ.

„Beyond Borders, Between Hearts ეფუძნება მნიშვნელოვან იდეას: იმისთვის, რომ ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ და მეგობრობა შევძლოთ, აუცილებელი არ არის, ერთნაირები ვიყოთ. განსხვავებული კულტურები და გამოცდილებები ადამიანებს აახლოებს, როდესაც ურთიერთობას პატივისცემით, ინტერესითა და ურთიერთგაგებით ვუდგებით“, – აცხადებენ სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში.

მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია 9 ნოემბრის 11:00 საათზე დაიწყება და 19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

NAEC-ის ცნობით, რეგისტრაციისათვის მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.

სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციის გავლის დეტალური ინსტრუქცია

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია როგორც თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასი).

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).

ოლიმპიადა ყოველწლიურად სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, 19 ნოემბრის 18:00 საათამდე, ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) უნდა წარადგინონ.

ასევე იხილეთ:

რომელი მოსწავლეები ჩააბარებენ კომბინირებულ გამოცდას საგანში – ცვლილება კანონში

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-5 (გ) და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, რუმინელ თანატოლებთან ერთად, საინტერესო საერთაშორისო eTwinning-ის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

სკოლის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რუმინულ მხარეს ხელმძღვანელობდა ლულიანა კიუბიკი (Iuliana Ciubuc), ხოლო „პოლიგლოტს“ მასწავლებლები – მარიამ ხაჩიძე და მირანდა ხუსკივაძე წარმოადგენდნენ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს STEAM მიმართულებით სხვადასხვა იდეა გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ თემებს, როგორიცაა: ინტერნეტუსაფრთხოება, მეცნიერებაში ქალების როლი, გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნება.

„მოსწავლეებმა გამოავლინეს გარშემო არსებული პრობლემები, ეძებდნენ შემოქმედებით გადაწყვეტებს და მონაწილეობდნენ ერთობლივ აქტივობებში. დასასრულს, ჩვენს მოსწავლეებს eTwinning-ის პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის განხორციელებისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.

„ტელეკომპანია“ საკლასო ოთახში და გადაცემა, რომელიც მოსწავლეებმა სვანური ენის გადარჩენის თემას მიუძღვნეს (ვიდეო)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მადონა წერედიანთან ერთად, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და საკლასო ოთახში მოწყობილ ტელეკომპანია „შან-შოუს“ გადაცემაში სვანური ენის კლუბის წევრები მიიწვიეს.

გადაცემაში ბავშვებმა სვანური ენის გადარჩენისა და პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს და არაერთი მხიარული და საინტერესო როლი განასახიერეს.

იხილეთ: ვიდეო

სკოლა „პოლიგლოტში“ ღონისძიება – „ანბანის შემობრძანება“ გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტის“ 1-ელი (ა, ბ, გ) კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, ღონისძიება – „ანბანის შემობრძანება“ გამართეს.

სკოლის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, პირველკლასელებმა დიდი სიყვარულით აჩვენეს ის ფუნდამენტური ცოდნა და პირველი აკადემიური უნარები, რომლებიც ანბანის ათვისებისას შეიძინეს.

„თითოეულმა სიტყვამ და აქტივობამ ქართული ენის სილამაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის დამრიგებლებს – ნინო გოგუას, მარიამ ჯავახიშვილსა და ეთო ქარდავას, საინტერესო აქტივობის ჩატარებისთვის“, – აცხადებენ სკოლაში.

„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ
სკოლა „პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში კორპორაციული ექსკურსიით იმყოფებოდნენ.

სკოლის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ექსკურსიის ფარგლებში მათ გრემის მთავარანგელოზის ტაძარი და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

„ეს იყო მეგობრობის, გუნდურობისა და ურთიერთპატივისცემის ერთი განსაკუთრებული დღე, რომელმაც ზღვა ემოციებით აავსო ყველა“, – აცხადებენ სკოლა „პოლიგლოტში“.

რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის
ზმნისწინი ჰქვია ზმნის წინა ნაწილს, რომელიც თავში დაერთვის ზმნას და უცვლის მას გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას.

თანამედროვე ქართულში 16 ზმნისწინია. მათგან რვა ერთმარცვლიანია, რვაც – ორმარცვლიანი.

ერთმარცვლიანი ზმნისწინებია: მი-, მო-, ა-, და-, ჩა-, შე-, გა-, წა-.

ორმარცვლიანი ზმნისწინებია: ამო-, ჩამო-, შემო-, გამო-, გადა-, გადმო-, წამო-, მიმო-.

ზოგიერთი ზმნისწინი გამოიყენება ძველი ფორმითაც, ასეთებია: აღ-, აღმო-, შთა-, შთამო-, წარ-, წარმო-, გარდა-, გარდამო- (ძალიან იშვიათად გვხვდება).

ზმნისწინების ძველი ფორმები შემორჩენილია სახელზმნებში (საწყისებსა და მიმღეობებში) და ბევრ შემთხვევაში ზმნისწინთა ახალი ფორმით არც გვხვდება: აღმოჩენა, აღმომჩენი, აღწერა, აღწერილი, განდგომა, განდგომილი, განდევნა, განდევნილი, შთაბეჭდილება, შთაგონება, შთამომავლობა, წარმოშობა, წარდგენა, წარდგენილი, წარსული და სხვ.

ზმნისწინების ძველი და ახალი ფორმების გამოყენების თვალსაზრისით, ზმნები შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

1. ზმნები, რომლებიც მხოლოდ ძველი ფორმის ზმნისწინებს დაირთავს: განაგებს, განკურნავს, განსაზღვრავს, განიხილავს, აღძრავს, წარმოშობს, წარმოქმნის, წარმოთქვამს.

2. ზმნები, რომლებთანაც ზმნისწინების ძველი და ახალი სახეობა პარალელურად გამოიყენება: განასხვავებს და გაასხვავებს, განაზოგადებს და გააზოგადებს, გაათავისუფლებს და განათავისუფლებს (იშვიათად), აღიმაღლებს და აიმაღლებს. ასეთ შემთხვევაში ორივე ფორმა მართებულია.

3. ზმნები, რომლებსაც დაერთვის ზმნისწინთა როგორც ძველი, ისე ახალი ფორმა, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: განაახლებს (მუშაობას) და გააახლებს (ტანსაცმელს), განადიდებს (ადამიანს) და გაადიდებს (ოთახს), აღიზრდება (ბავშვი) და აიზრდება (მცენარე), განწმენდს (სულს) და გაწმენდს (ოთახს), აღმოაჩენს (იდეას, ნივთს…) და ამოაჩენს (ყლორტებს)…

არასწორი იქნება: განწმენდს იატაკს, აღზრდის მცენარეს, განადიდებს სახლს.

ხშირად არასწორად იყენებენ ძველი ფორმის ზმნისწინიან ზმნებს (აღ-, წარ-, გან-). ზმნებსა და სახელზმნებში დაუშვებელია ზმნისწინის გათიშვა პირის ნიშნებითა თუ სხვა თავსართებით. არ შეიძლება ზმნისწინის თანხმოვნის გააზრება ზმნის ფუძის ნაწილად.

მართებულია: აღვნიშნავ, აღნიშნავს (აღსანიშნავი, აღუნიშვნელი), განვასხვავებ/ვასხვავებ (განმასხვავებელი, განუსხვავებელი), წარვადგენ, წარვუდგენ და სხვ.

უმართებულოა: ავღნიშნავ, ასაღნიშნი, აუღნიშნავი, ავღწერ, ღწერს, ნკურნავს, ვანსხვავებ, გავანსხვავებ, გასანსხვავებელი, გაუნსხვავებელი, ვარდგებ, ვურდგენ და სხვ.

შენიშვნა: აღ- ზმნისწინის ღ თანხმოვანი ზმნის ფუძის ნაწილად მხოლოდ ორ ზმნაში მოიაზრება: აღიარება და აღორძინება.

მართებულია: ვაღიარებ, მაღიარებს, გვაღიარებს, მაღიარებელი, ასაღიარებელი, აუღიარებელი (და არა აღვიარებ, აღმიარებს, აღგიარებს…); ააღორძინებს, ამაღორძინებს, აგვაღორძინებს, ამაღორძინებელი, აუღორძინებელი, ასაღორძინებელი (და არა აღაორძინებს, აღმაორძინებს, აღმაორძინებელი…).

წყარო: ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

ასევე იხილეთ:

გრამატიკული ცნობარი

რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე

რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ცნობით, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყება. მშობლებს საშუალება ექნებათ, ფორმა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge, მეშვეობით შეუკვეთონ და ან საკურიერო მომსახურებით ისარგებლონ, ან შეძენილი სამოსი 4 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან გაიტანონ.

ამ მიზნით, ონლაინ შეკვეთის გატანის პუნქტები, თბილისში, ქუთაისსა და გორში, შემდეგ მისამართებზე გაიხსნება:

1. თბილისი – გლდანი: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა №20

2. თბილისი – ქარვასლა: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“

3. გორი – გარდენ მოლი: ქ. გორი, სამეფოს ქუჩა №70, სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“

4. ქუთაისი – ქარვასლა: ქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა №4/4ა, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“

ონლაინ შეკვეთის გატანასთან ერთად, აღნიშნულ 4 სავაჭრო ობიექტში ფორმების ადგილზე ყიდვაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, სასკოლო სამოსის ადგილზე შესაძენად ქვეყნის მასშტაბით 83 სარეალიზაციო პუნქტიც გაიხსნება.

იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი.

ასევე იხილეთ:

დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ

შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს

AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
24 ოქტომბერს, გაეროს დღესთან დაკავშირებით, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სივრცეებში UN Experience მოაწყვეს.

გიმნაზიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა, ემსჯელათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და ერთმანეთისთვის იდეები გაეზიარებინათ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა მისია მოამზადეს: სტუმრები გაეცნენ მსოფლიოს ქვეყნებს, შეამოწმეს საკუთარი ცოდნა გაეროს შესახებ, იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე და სხვადასხვა საკითხს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედეს. აქტივობების ნაწილი საერთო გადაწყვეტილებების მოძიებასაც ითვალისწინებდა.

თითოეულ სტუმარს გადაეცა ე.წ. UN Passport – გაეროს პასპორტი, რომელშიც შესრულებული მისიების დამადასტურებელ ბეჭდებს აგროვებდნენ. მონაწილეებს ათი მისიის შესრულება შეეძლოთ, თითოეული მათგანი კი გაეროს საქმიანობასა და გლობალურ საკითხებზე მეტის გაგების შესაძლებლობას იძლეოდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მომავალი პროფესიებისთვის საჭირო უნარებიც გამოსცადეს. მაგალითად, მონაცემთა ჯგუფში ეკონომიკით, ფინანსებითა და მარკეტინგით დაინტერესებული მოსწავლეები მუშაობდნენ. ისინი აკვირდებოდნენ ღონისძიების მიმდინარეობას, აგროვებდნენ მონაცემებსა და მონაწილეთა უკუკავშირს, რათა ანალიტიკური ანგარიში მოემზადებინათ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ისინი ღონისძიების შეფასებასა და სამომავლო აქტივობების გაუმჯობესების რეკომენდაციებზეც იმუშავებდნენ.

ღონისძიების სტუმრები იყვნენ ლიკა გუმბერიძე – აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი და ჯოზეფ ბოკუზი – კულტურათაშორისი კომუნიკაციის სპეციალისტი. გიმნაზია მადლობას უხდის მათ სტუმრობისთვის, მოსწავლეებთან საუბრისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის
ავტორი: ანა კვიჟინაძე – განათლების სპეციალისტი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გიზიარებთ რამდენიმე „ენერჯაიზერს“:

1.  „ცხელი ბურთი“ – მასწავლებელი ბურთს აძლევს მოსწავლეს და ამბობს თემას (მაგ.: ცხოველები, ქვეყნები, ფერები). მოსწავლემ უნდა თქვას ერთი სიტყვა ამ თემაზე და სწრაფად გადააწოდოს ბურთი სხვას. ვისაც ვერ მოაფიქრდება სიტყვა 3 წამში, ბურთს უბრუნებს მასწავლებელს.

ავითარებს სწრაფ აზროვნებას და გუნდურ ჩართულობას.

2. „იმოძრავე“ – მასწავლებელი ამბობს: „მხოლოდ მაშინ იმოძრავეთ, როცა დავიძახებ…” მაგ.: „იმოძრავე, როცა ვიტყვი სიტყვას – მზე!“ შემდეგ მასწავლებელი იწყებს სხვადასხვა სიტყვების სწრაფად თქმას – მოსწავლეები კი მხოლოდ კონკრეტულზე რეაგირებენ.

ყურადღების და კონცენტრაციის ვარჯიშია.

3. „ფოტოგადაღება“ – მოსწავლეებს ვეუბნებით: „წარმოიდგინეთ, რომ ფოტოს გადაგიღებენ… შექმენით სასაცილო, მხიარული, ან თემატური პოზა!“ მასწავლებელი ამბობს: „ერთი, ორი, სამი – ფოტო!”.

განტვირთვა და ემოციური შესვენება. პ.ს. მართლაა შეიძლება გადავიღოთ.

4. „მოკლე ცეკვა“ – ჩართე მოკლე მუსიკა (30–40 წამის განმავლობაში). მოსწავლეები ცეკვავენ, მაგრამ როცა მუსიკა გაჩერდება, უნდა „გაყინონ“ პოზა.

მოძრაობით განტვირთვა და სიცილი გარანტირებულია.

5. „სიმართლისა და სიცრუის თამაში“ – თითო მოსწავლე ამბობს 2 ჭეშმარიტ ფაქტს და 1 სიცრუეს საკუთარი თავის შესახებ. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, რომელი არ არის მართალი.

ამაღლებს ურთიერთგაგებას და გუნდურ ატმოსფეროს.

6. „სწრაფი ნახატი“ – თემა (მაგ.: „მეგობრობა”, „სიზმარი”, „მხიარული დღე”). მოსწავლეებს 1 წუთი აქვთ, დახატონ რაც მოაფიქრდებათ.

შემოქმედებითი და დამამშვიდებელი აქტივობა.

7. „გააღვიძე ხმები” – მასწავლებელი იწყებს ერთ ხმას (მაგ.: ჩხრიალი, ჩურჩული, ტაში). შემდეგ მოსწავლეები ამატებენ თავიანთ ხმებს თანდათანობით – იქმნება „ხმის ორკესტრი”.

შესაფერისია ენერგიის აღსადგენად და ჯგუფური ერთობის შესაქმნელად.

8. „ჰო ან არა” – მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს (მაგ.: გიყვართ ზამთარი? გყავთ ძაღლი?).

მოსწავლეები „ჰო” – ხელის აწევით, „არა“ – ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.

მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

9. „დაიჭირე ემოცია” – მასწავლებელი ამბობს ემოციას („სიხარული”, „გაბრაზება”, „გაკვირვება”).

მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ ეს ემოცია.

ემოციური ინტელექტის და სხეულის ენის განვითარება.

ასევე იხილეთ:

აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი