GE

მოსწავლეთა შედეგები – „საქართველოში გოგონებს ბიჭებზე უკეთესი შედეგები აქვთ კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (PISA 2025)

საქართველოს შედეგების თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, რაც შესაძლოა, მომავალში უარყოფითად აისახოს მოსწავლეების აკადემიურ და პროფესიულ წარმატებაზე.

ამის შესახებ წერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, რომელიც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2025 პირველად მონაცემებს ეყრდნობა.

უწყების გამოქვეყნებულ დოკუმენტში „PISA 2025 საქართველოში“ მოსწავლეთა მიღწევები სხვადასხვა ჭრილში და განსხვავებები სქესის მიხედვით.

ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ და განსხვავება განსაკუთრებით მკვეთრია კითხვაში. მათემატიკაში კი სქესის მიხედვით განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)

“განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სქესის მიხედვით გამოვლენილი განსხვავებები.
საქართველოში, ისევე როგორც PISA-ში მონაწილე ქვეყნების უმეტესობაში, ბიჭები განსაკუთრებით ჩამორჩებიან გოგონებს კითხვაში. საქართველოს შედეგების თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც გოგონები ბიჭებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. იმის გათვალისწინებით, რომ კითხვის კომპეტენცია ყველა სფეროში წარმატებული სწავლის საფუძველს წარმოადგენს, ამ მიმართულებით დაბალი მიღწევები შეიძლება მომავალში უარყოფითად აისახოს მოსწავლეების აკადემიურ და პროფესიულ წარმატებაზე”, – წერია შედეგების შეჯამების ნაწილში.

გარდა ამისა, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს შემდეგს: “გრძელვადიანი ტენდენციის ანალიზი აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მათემატიკაში სქესის მიხედვით ქულათა შორის სხვაობა სტაბილურია წლების განმავლობაში. კითხვაში 2015 წლის შემდეგ ბიჭებისა და გოგონების ქულებს შორის სხვაობა ყველაზე დიდი იყო, შუა ციკლებში შედარებით იკლო, ხოლო ბოლო ციკლის განმავლობაში კვლავ მცირედით გაიზარდა.

PISA აფასებს 15 წლის მოზარდთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Programme for International Student Assessment) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD – The Organisation for Economic Co-operation and Development) ციკლურად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს.

ამავე თემაზე:

„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე – PISA 2025 წლის შედეგები გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური