GE
22 ოქტომბერი, 2026 17:05

გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის

ავტორი: ანა კვიჟინაძე – განათლების სპეციალისტი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გიზიარებთ რამდენიმე „ენერჯაიზერს“:

1.  „ცხელი ბურთი“ – მასწავლებელი ბურთს აძლევს მოსწავლეს და ამბობს თემას (მაგ.: ცხოველები, ქვეყნები, ფერები). მოსწავლემ უნდა თქვას ერთი სიტყვა ამ თემაზე და სწრაფად გადააწოდოს ბურთი სხვას. ვისაც ვერ მოაფიქრდება სიტყვა 3 წამში, ბურთს უბრუნებს მასწავლებელს.

ავითარებს სწრაფ აზროვნებას და გუნდურ ჩართულობას.

2. „იმოძრავე“ – მასწავლებელი ამბობს: „მხოლოდ მაშინ იმოძრავეთ, როცა დავიძახებ…” მაგ.: „იმოძრავე, როცა ვიტყვი სიტყვას – მზე!“ შემდეგ მასწავლებელი იწყებს სხვადასხვა სიტყვების სწრაფად თქმას – მოსწავლეები კი მხოლოდ კონკრეტულზე რეაგირებენ.

ყურადღების და კონცენტრაციის ვარჯიშია.

3. „ფოტოგადაღება“ – მოსწავლეებს ვეუბნებით: „წარმოიდგინეთ, რომ ფოტოს გადაგიღებენ… შექმენით სასაცილო, მხიარული, ან თემატური პოზა!“ მასწავლებელი ამბობს: „ერთი, ორი, სამი – ფოტო!”.

განტვირთვა და ემოციური შესვენება. პ.ს. მართლაა შეიძლება გადავიღოთ.

4. „მოკლე ცეკვა“ – ჩართე მოკლე მუსიკა (30–40 წამის განმავლობაში). მოსწავლეები ცეკვავენ, მაგრამ როცა მუსიკა გაჩერდება, უნდა „გაყინონ“ პოზა.

მოძრაობით განტვირთვა და სიცილი გარანტირებულია.

5. „სიმართლისა და სიცრუის თამაში“ – თითო მოსწავლე ამბობს 2 ჭეშმარიტ ფაქტს და 1 სიცრუეს საკუთარი თავის შესახებ. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, რომელი არ არის მართალი.

ამაღლებს ურთიერთგაგებას და გუნდურ ატმოსფეროს.

6. „სწრაფი ნახატი“ – თემა (მაგ.: „მეგობრობა”, „სიზმარი”, „მხიარული დღე”). მოსწავლეებს 1 წუთი აქვთ, დახატონ რაც მოაფიქრდებათ.

შემოქმედებითი და დამამშვიდებელი აქტივობა.

7. „გააღვიძე ხმები” – მასწავლებელი იწყებს ერთ ხმას (მაგ.: ჩხრიალი, ჩურჩული, ტაში). შემდეგ მოსწავლეები ამატებენ თავიანთ ხმებს თანდათანობით – იქმნება „ხმის ორკესტრი”.

შესაფერისია ენერგიის აღსადგენად და ჯგუფური ერთობის შესაქმნელად.

8. „ჰო ან არა” – მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს (მაგ.: გიყვართ ზამთარი? გყავთ ძაღლი?).
მოსწავლეები „ჰო” – ხელის აწევით, „არა“ – ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.

მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

9. „დაიჭირე ემოცია” – მასწავლებელი ამბობს ემოციას („სიხარული”, „გაბრაზება”, „გაკვირვება”).
მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ ეს ემოცია.

ემოციური ინტელექტის და სხეულის ენის განვითარება.

ასევე იხილეთ: 

აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი

schools.ge (ნ)