მოსწავლეთა მიერ სკოლის უმიზეზოდ გაცდენების სურათი საქართველოში „მწვავედ გამოიყურება“ – PISA-ს მონაცემები
„PISA 2025 საქართველოში – შედეგების მოკლე მიმოხილვაის“ თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 20%-ის შემთხვევაში არ ფიქსირდება სკოლის გამიზნულად გაცდენა. კვლევის მონაწილე ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 66%-ია.
რაც ნიშნავს, რომ ქართველი მოსწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას (80%-ს) სკოლა გამიზნულად აქვს გაცდენილი, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა მოსწავლეთა მხოლოდ 34%-ს ეხება.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი კვლევის პირველადი შედეგების მიმოხილვაში წერს, რომ საქართველოში, მოსწავლეთა გაცდენები OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს.
“ეს ლოკალური სურათი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან PISA-ს მასშტაბით სკოლის უმიზეზოდ გაცდენა მნიშვნელოვან მიმდინარე გამოწვევას წარმოადგენს. საყოველთაო პრობლემის ფონზე საქართველოს სურათი კიდევ უფრო მწვავედ გამოიყურება”, – წერს განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ცენტრი.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ, გაცდენების რა მიზეზებს ასახელებდნენ საქართველოს მოსწავლეები PISA-ს სხვა წლების კვლევებში:
მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი
-
არაერთ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, 6.4%-მა კი პროფესია მიატოვა – OECD
by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა საფრანგეთის მთავრობამ – ცვლილებები და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება