GE
12 ივნისი, 2017 12:25

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მეფე თამარის სახელობის სკოლა- პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

2017 წლის 9 ივნისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა- პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია თექის, ხის მხატვრული დამუშავების, ეროვნული სამოსის, ტიხრული მინანქრისა და ფერწერის ნამუშევრები.

გამოფენის გახსნას მუსიკალურად აფორმებდნენ: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “არსიანი” – ხელმძღვანელი დავით შანიძე, ხალხურ საკრავთა ორკესტრი – ხელმძღვანელები ალექსანდრე ხიზანიშვილი და მალხაზ ქოიავა.

გამოფენა გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა ცისანა მარინდაშვილმა, სიტყვებით გამოვიდნენ და მოსავლეთა შემოქმედება შეაფასეს: სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მანგლისის მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა კვიპოსში, დეკანოზმა ზაქარია ფერაძემ, საფრანგეთის კინოცენტრის ჟიურის წევრმა, რეჟისორმა და სცენარისტმა სოფო ბაბლუანმა, სახალხო პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური განყოფილების გამგემ ნანა ვალიშვილმა, სკოლა-პანსიონის პროფესიული მიმართულების მენეჯერმა კახაბერ ვარდუკაძემ, საპატრიარქოს ქართველ მუსლიმებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ანთაძემ, სკოლა პანსიონის პედაგოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იზოლდა მელიქიშვილმა, საფრანგეთში მცხოვრებმა მათმა თანამემამულემ, ემიგრანტ მამია ბერიშვილის შვილმა – ტიერ ბერიშვილმა.

გამოფენას ესწრებოდნენ მოსწავლეეები და სტუდენტები, მათი მშობლები, სკოლა-პანსიონის დირექციის წარმომადგენლები – ზოგადი განათლების მენეჯერი მარიამ ანთაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი, სადღეღამისო პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, დირექტორის თანაშემწე იოსებ აფაქიძე, პედაგოგები, თანამშრომლები, ცნობილი მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

გამოფენა 16 ივნისამდე გაგრძელდება.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი