GE
12 ივნისი, 2018 11:52

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

2018 წლის 4 ივნისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია თექის, ხის მხატვრული დამუშავების, ეროვნული სამოსის, ტიხრული მინანქრისა და ფერწერის ნამუშევრები. პედაგოგები: ანა მაისურაძე, გიორგი ალუღიშვილი, რუსუდან არჯევანიძე, იოსებ ზანგალაძე, გაიოზ ზანდარაშვილი.

11 ივნისს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, დაიხურა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც რამდენიმე დღის გამავლობაში გრძელდებოდა.

 

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება