იდეების კონკურსი, რომლის გამარჯვებული მოსწავლე-მასწავლებლების გუნდი ფოთში 20 000 ლარს მიიღებს – დეტალები
თუ ქალაქ ფოთის ნებისმიერი საჯარო სკოლის VIII-XI კლასების მოსწავლე ან სკოლის მასწავლებელი ხარ, შეგიძლია შექმნა შენი გუნდი და მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა პროგრამაში – “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის”, რომელსაც ფოთის მერია ახორციელებს. სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი ინოვაციური იდეის კონკურსში გამარჯვებული, პირველ ადგილზე გასული გუნდი პროექტის განხორციელებისთვის 20 000 ლარს მიიღებს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოთის ნებისმიერი საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილ გუნდებს.
“სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა პროექტორი და ეკრანი, ხოლო სამი გამარჯვებული გუნდის სკოლას დამატებით გადაეცემა ციფრული ეკრანები. კონკურსში პირველ ადგილზე გასული იდეის განხორციელება დაფინანსდება 20,000 ლარის ოდენობით”, – აღნიშნულია მსურველტა სარეგისტრაციო ფორმაში.
მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა სარეგისტრაციო ფორმა 22 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ. დაგეგმილია პროგრამის ღია კარის დღე.
როგორ ჩაერთოთ პროგრმაში?
- უნდა დარეგისტრირდეთ გუნდთან ერთად, რომელიც შედგება 4-6 მოსწავლისგან და ერთი მასწავლებლისგან;
- წარმოადგენდეთ თქვენს სკოლას;
- იყოთ მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლე;
- გსურდეთ თქვენთვის საინტერესო პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა;
- მზად იყოთ სიახლეებისთვის და გამოწვევებისთვის.
პროგრამა შედგება ოთხი ეტაპისგან და მოიცავს მონაწილე გუნდებთან ონლაინ და პირისპირ სამუშაოებს.
დამატებით ინფორმაციას პროგრამის შესახებ შეგიძლია გაეცნოთ ბმულზე.
პროგრამა მიზნად ისახავს ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას სოციალური ინოვაციების და დიზაინის აზროვნების მიმართ, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.