გაკვეთილები ვერანდაზე – თბილისის მე-20 საჯარო სკოლამ მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო აქტივობა დაგეგმა
სუსხიანი ზამთრის შემდეგ, თბილ ამინდებს მოწყურებული მოსწავლეების ეიფორიაში უცნაური არაფერია. როგორ EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, თხოვნა „მასწავლებელო გაკვეთილი გარეთ ჩაგვიტარეთ რა“ ახლა პედაგოგებს კლასის ყველა კუთხიდან ესმით. თბილისის მე-20 საჯარო სკოლა, რომელიც მთაწმინდის რაიონში მდებარეობს, მოსწავლეების ამ თხოვნას მომზადებული დახვდა და მათ სხვადასხვა საგნის გაკვეთილები უზარმაზარ ვერანდაზე უტარდებათ. ამის ამსახველ ფოტოებს თავად სკოლა საკუთარ სოცილურ ქსელში აზიარებს.
იხილეთ ფოტო:
ფოტოებზე ჩანს, რომ გაკვეთილისთვის მომზადებული მასწავლებელი და მოსწავლეები მიტყუპებულ მერხებს უსხედან და სუფთა ჰაერზე ღიმილიანი სახეებით ატარებენ გერმანული ენის გაკვეთილს. შედეგით ყველა კმაყოფილია.
და თქვენ სად ამჯობინებთ გაკვეთილების ჩატარებას ასეთ თბილ და მზიან ამინდებში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები



