2 მაისი, 2024 12:18
„განათლება გამარჯვებაა!“ -52-ე საჯარო სკოლაში ახალი გრაფიტი შეიქმნა
თუ თბილისის 52-ე საჯარო სკოლას ესტუმრებით ნულოვან სართულზე ულამაზეს გრაფიტს მოჰკრავთ თვალს, რომელიც გუშინ, ესთეტიკის კათედრის ინიციატივით, მე-11 და 1-ელ კლასელთა ჩართულობით მოიხატა და გაფორმდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ესთეტიკის კათედრის ხელოვნების პედაგოგები: ნანა მაისურაზე, მაკა ნებიერიძე და სოფიო კალანდაძე ესაუბრებიან.
იხილეთ ფოტო:
პედაგოგების მონათხრობით, გრაფიტის თემა განათლების გამარჯვებაა. კედელი გაფორმებულია ციტატით „ვეფხისტყაოსნიდან“ – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. გაფორმებულ ნახატთან ერთად ის ერთგვარ მესიჯს აგზავნის მოსწავლეებთან.
„განათლებასა და წიგნიერებას სიკეთე მოაქვს. სწორედ ეს არის ჩვენი მესიჯი მოსწავლეებთან და ერთგვარი მოტივაციაც“, -განგვიმარტეს პედაგოგებმა.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები



