განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებო, თქვენი წელი მოდის!
განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებო, 2025 მწვანე ხის გველის წელია.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, გველის წელი 2025 წლის 29 იანვარს დაიწყება და 2026 წლის 16 თებერვლამდე გასტანს. გველის წინა მეფობა 2013 წელს იყო, ხოლო შემდეგი მეფობა 2037 წელს იქნება.
როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, ეს წელი განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებისთვის. მათთვის, ვინც ბეჯითად, საკუთარი ინტელექტის გამოყენებით მუშაობს და სტაბილურად ვითარდება.
აი, რატომ:
გველი აღმოსავლური ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი, მისტიკური არსებაა. ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის ის გამოირჩევა მაღალი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. გველი არ სცნობს ავტორიტეტებს, ის ყოველთვის ხელმძღვანელობს ინსტინქტებითა და ცივი გონებით.
იცით რომ გველი არ არის კოლექტიური არსება? მას მარტო უყვარს ცხოვრებაც და ნადირობაც. პროფესიულ წარმატებას ისინი განსაკუთრებით უნდა ელოდეთ, ვინც მთელი წელი მარტო, მაგრამ ბეჯითად მუშაობდით.
თუ გაქვთ საკუთარი თავის იმედი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ მიზნისკენ, მუდმივად სწავლობთ, სწავლობთ და სწავლობთ, ეს წელი სწორედ თქვენი იქნება!
გილოცავთ. 2025 წელს!
-
AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ოლიმპიადაში – GENIUS Olympiad მონაწილეობენ by სკოლა პოლიგლოტი
-
ცნობილია, საჯარო და კერძო სკოლების რამდენ მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი 2024-2025 წელს – საქსტატის მონაცემები by სკოლების ამბები