7 მარტი, 2024 11:08
„გაზაფხულის ფერები“- 190-ე საჯარო სკოლაში გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
გაზაფხულის პირველ დღეებს თბილისის 190-ე საჯარო სკოლაში ჩვეული ტრადიციით დახვდნენ – სკოლის საგამოფენო სივრცეში მოსწავლეების გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.
სკოლის მიერ 7 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი შორენა აბრამიშვილის ხელმძღვანელობდა. პირველ ეტაპზე გამოიფინა მე-5 კლასის მოსწავლეების ნახატების სახელწოდებით „გაზაფხულის ფერები“.
როგორც ფოტოებზე ხედავთ, მეხუთეკლასელი მოსწავლეების ნახატებში ნამდვილი გაზაფხულის ნათელი ფერები ჭარბობდა.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები



