AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ.
გიმნაზიის მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN), გაეცნენ ცენტრში მიმდინარე ექსპერიმენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას, დაათვალიერეს სხვადასხვა კვლევითი ობიექტი და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ პრაქტიკულ ვორკშოპში.
CERN-ში ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ ნაწილაკების ამაჩქარებლის მუშაობის პრინციპებსა და დანიშნულებას. პრაქტიკულმა აქტივობებმა მათ შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა სამეცნიერო კვლევებთან დაეკავშირებინათ და თანამედროვე ფიზიკის მნიშვნელობა უკეთ გაეაზრებინათ.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი CERN-ში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებთან შეხვედრა იყო. მეცნიერებმა მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, კვლევითი საქმიანობის სპეციფიკა და საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევები გაუზიარეს.
სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე ჟენევის სამეცნიერო მუზეუმი, ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინა და ბერნში აინშტაინის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. ამ ვიზიტებმა მათ შესაძლებლობა მისცა, მეცნიერების ისტორიას, მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უფრო ახლოს გაცნობოდნენ.
შვეიცარიაში მიღებულმა გამოცდილებამ მოსწავლეებს გაუღრმავა ინტერესი მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, გააფართოვა მათი ცოდნა და გააცნო საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის პრაქტიკული მხარე.
სამეცნიერო ტურში მონაწილეობდნენ: ანასტასია დოხნაძე, მარიამ ლომიძე, ნატალია ყორშია, ელენე ჩოგოვაძე, ბარბარე კოშაძე, თინათინ ჩოხელი, დავით წიკლაური, ნიკოლოზ ჯღარკავა, ანდრია მეტრეველი, ლაზარე ბარბაქაძე, ლაზარე დაუთაშვილი, ალექსანდრე დავითიძე, ნიკოლოზ იავორსკი, დემეტრე წიკლაური, გიორგი მინესაშვილი. ჯგუფის ლიდერი: ნინო აბესაძე, თინათინ ლაღიძე.
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS