გიმნაზია AIA-GESS-ი ბიზნეს უნარების მასწავლებელმა გაიმარჯვა კონკურსში „ფინანსური ასოციაციობანა“
გიმნაზია AIA-GESS-ი ულოცავს სკოლის ბიზნეს უნარების მასწავლებელს, მარიამ ბოლქვაძეს, ეროვნული ბანკის ფინანსური პლატფორმა “ფინედუს” მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ფინანსური ასოციაციობანა“ გამარჯვებას!
კონკურსის ფარგლებში, სკოლაში გამოცხადდა ფინანსური ტერმინოლოგიის თვე, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული 9ა კლასი.
მარიამ ბოლქვაძის ინიციატივით, მოსწავლეებმა რთული ტერმინები, გასაგებად და სახალისოდ შეისწავლეს, მრავალფეროვანი და ინტერაქციული აქტივობებით:
️ონლაინ თამაში ფინანსურ ტერმინებზე, შექმნილი Wardwall.net პლატფორმაზე
სამაგიდო თამაში “Entrepreneur,” შექმნილი სპეციალურად ფინანსური ტერმინოლოგიის ინტეგრირებისთვის
ასოციაციური სამაგიდო თამაში “ფინანსური ასოციაციობანა” დებატები აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე:
– უნდა ვიხდიდეთ თუ არა დღგ-ს?
– რამდენად სამართლიანია ინკასო ფიზიკური პირებისთვის?
– არის თუ არა აუცილებელი მოგების გადასახადის გადახდა?
– უნდა ისწავლებოდეს თუ არა კიბერჰიგიენა პირველივე კლასიდან?
თვის ბოლოს, მოსწავლეები თავად ჩაატარებენ ვორქშოფს ლიდერობის თემაზე, სადაც ფინანსური ტერმინოლოგიის ცოდნას სხვა კლასებსაც გაუზიარებენ.
ამ ინიციატივებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და ფინანსური აზროვნება.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS