10 მარტი, 2025 09:52
გიმნაზიაში AIA-GESS პრეზენტაცია სახელწოდებით, „საქართველოს კულტურა“ გაიმართა
გიმნაზია AIA-GESS-ს მე-4 (დ) კლასის მოსწავლეებმა, ანანო გოგინავას ინიციატივით, გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორია, კულტურა, ბუნება და ტრადიციები. წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: საქართველოს კულტურა; გეოგრაფიული მდებარეობა; ფლორა და ფაუნა; ქართული გასტრონომია.
გარდა ამისა: მოაწყვეს ტრადიციული ქართული კუთხე, შეასრულეს სხვადასხვა რეგიონის ცეკვები და სიმღერები, შექმნეს “წითელი წიგნი” და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი იყო სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტი, ნინი კიკნაძე, რომელიც მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი