„გთხოვთ, გამონახოთ ნახევარი საათი“ – ქუთაისელი მასწავლებლის მიმართვა მეთორმეტეკლასელების მშობლებს
„ქუთაისში ათასობით მშობელია წასული ემიგრაციაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათია, მე-12 კლასელი ბოლო ზარზე ნათესავების, ახლობლების, მეზობლების გარეშე მოვიდეს. ჩვენთვის ეს არის მომავალი თაობის თანადგომა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგი, ნანა კახიძე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ყველა სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა მშობლებსა და ახლობლებს თხოვნით მიმართავს – არ გამოტოვონ ბოლო ზარის დღე და გვერდით დაუდგნენ მომავალ თაობას.
„მახსოვს, როგორ დამეუფლა ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ღელვა ბოლო ზარის დღეს, როგორ ვეძებდი თვალებით დარბაზში მყოფ დედას. ბოლო ზარზე, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენი ის სიყვარული, რომელსაც ჩემი მშობლები მინაწილებდნენ.
„მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა მშობლებო და ახლობლებო, გთხოვთ, გამონახოთ თუნდაც ნახევარი საათი, გადადეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენი მომავალი თაობის მხარდამჭერნი იყოთ. მერწმუნეთ, თქვენ თავადაც დატკბებით ამ ბედნიერი წუთებით”, – ამბობს პედაგოგი.
მასწავლებლის ინფორმაციით, 20 მაისს, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლას 71 მეთორმეტეკლასელი დაასრულებს. იმისთვის, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს სათანადოდ დახვდდნენ, სკოლის ეზო და სააქტო დარბაზი მზადყოფნაშია.
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები