GE
9 აპრილი, 2024 11:15

როგორ შეხვდნენ სკოლები 9 აპრილს – ეროვნული ერთიანობის დღეს

დღეს 9 აპრილია – ეროვნული ერთიანობის დღე. ამ დღის აღსანიშნად მოწყობილ ღონისძიებებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ტრადიციისამებრ უერთდებიან საქართველოს სკოლები.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაარკვია, როგორ შეხვდნენ სკოლებში 9 აპრილს.

159-ე საჯარო სკოლამ სპეცილურად ამ დღისთვის ვიდეო მოამზადა, რომელშიც მასწავლებლები მოსწავლლეებს ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობას შეახსენებენ. ვიდეოში ჩანს, როგორ ანთებენ სანთლებს მშვიდობის ნიშნად სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო

“ვეცადეთ გაგვეცოცხლებინა ძველი და ახალი რეალობა, ხალხის აზროვნება და მენტალობა, რომელიც მაშინ იყო გაბატონებული. ფილმში მონაწილეობენ არასრულწლოვნები და მაქსიმალურად ეცადეთ, ზედმეტი და უსაფუძვლო კრიტიკისგან თავი შეიკავოთ. ისინი ეცადნენ, თავიანთი უნარების გამოყენებით გადმოეცათ ის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რაც 9 აპრილთან დაკავშირებით არსებობდა და არსებობს”, – ვკითხულოს სკოლის მიმართვაში.

9 აპრილს აღნიშნავენ კერძო სკოლებშიც. „ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეებმა 9 აპრილის აღსანიშნავად სკოლაში დილიდან ააჟღერეს თავისუფლების ჰიმნი – „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. უფროსლკასელები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშებითა, ტიტებით შეეგებნენ სკოლის საზოგადოებას და ცაში ააფრინეს მშვიდობის მტრედები.

იხილეთ ფოტო:

9 აპრილის ღონისძიებებს საქართველოს რეგიონების სკოლებიც  შეუერთდნენ.

ამ დღის შესახებ მოკლემეტარაჟიანი ფილმი მოამზადეს თბილისის 70-ე საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის “იბერიელების”  მოსწავლეებმა. სკოლის ინფორმაციით, ფილმში მათი მოსწავლეები თავად იღებენ მონაწილეობას და ცდილობენ წარმოაჩინონ, თუ რა ხდებოდა რეალურად 1989 წლის 9 აპრილის დღეს.

იხილეთ ვიდეო

ფოთის მე-5 საჯარო სკოლამ სპეცილურად ამ დღისთვის, მოცეკვავე გოგონების მონაწილეობით ფლეშმობი გამართა. ამის ამსახველ კადრებს სკოლა საკუთარ სოცილურ ქსელში აზიარებს.

იხილეთ ფოტო:

როგორც ხედავთ 9 აპრილს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდნენ საქართველოს სკოლებში. გაგვიზიარეთ თქვენი სკოლის გამოცდილებაც.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში