GE
4 მაისი, 2020 15:49

ი. ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლა ონლაინ სასკოლო ჟურნალისტიკის მოდელს „ვეკუა TV-ს“ ქმნის

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, იქმნება უნიკალური, ონლაინ სასკოლო ჟურნალისტიკის მოდელი “ვეკუა TV”.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მოირგებენ ჟურნალისტების ამპლუას და სხვადასხვა რუბრიკების ფარგლებში, შემოგვთავაზებენ საინტერესო სიუჟეტებს.

პირველი გაცნობითი გადაცემა დაანონსებულია ოთხშაბათს, 6 მაისს, საღამოს 20:00 სთ-ზე, Live ფორმატში, სკოლის Facebook გვერდზე.

Aris.ge - განათლება განათლება