1 მარტი, 2024 15:48
იებისთვის მოყოლილი გოდერძი ჩოხელის ლექსი – გაზაფხულის პირველი დღის აქტივობა მეოთხეკლასელებისგან
გაზაფხულის პირველი დღის დადგომას 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ.
მეოთხეკლასელები, შორენა მასწავლებლის ინიციატივით, გოდერძი ჩოხელის შემოქმედების გაცნობის და გაზაფხულის უკეთ შეგრძნების მიზნით, სკოლის ბაღში, საგაზაფხულოდ შემზადებულ იებს ესტუმრნენ.
როგორც სკოლის მიერ 1 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ულამაზესს იებს, რომელიც ნელ-ნელა ძალას იკრებს, მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის ლექსი მოუყვეს:
,,გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს…”
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი



