GE
9 ნოემბერი, 2018 15:07

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ქიმიის კლუბმა

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ქიმიის კლუბმა, სადაც მოსწავლეები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა კვლევით პროექტებს.

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც უკვე მიმდინარეობს არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილოებით“ ფარგლებში (გრანტი SCR/10/4/2018) მიმდინარე სასწავლო კვლევითი პროექტი „სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები კვლევებს ატარებენ აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრა ხდება 2-3 კვირაში ერთხელ. პარალელურად, პროექტის შესაბამისი ამოცანების განხორციელება მიმდინარეობს სკოლის ბაზაზე რეგულარულად კვირაში ერთხელ. მოსწავლეები ეცნობიან როგორც თეორიულ საფუძვლებს, ასევე ახორციელებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.

პროექტის ხელმძღვანელია ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი თინათინ ბუთხუზი, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი და პროექტის ასისტენტი, მაგისტრი თენგიზ ნოზაძის. ქიმიის კლუბში გაწევრიანების მსურველებმა, მიმართეთ ქიმიის პედაგოგს, თინათინ ბუთხუზს.

Aris.ge - განათლება განათლება