26 სექტემბერი, 2023 16:42
ილია ვეკუას სახელობის სკოლის პროექტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა – მათემატიკის სკოლამ გაიმარჯვა.
როგორც სკოლა იუწყება პროექტი არის ინტერდისციპლინური ხასიათის და მისი მიზანია მძიმე მეტალებით, დაბინძურებული წყლის ბუნებრივი საშუალებებით გასუფთავების მეთოდის შემუშავება.
პროექტი განხორციელდება ი. ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ბაზაზე, არსებული ქიმია-ბიოლოგიის კლუბის მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამონაწილეობით.
პროექტს უხელმძღვანელებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ქიმიის დოქტორი თინათინ ბუთხუზი და ჩვენი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მელაძე.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები