ირანელი ქართველები თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ისწავლიან
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ირანელი ქართველი ბავშვები ისწავლიან. გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის მაზანდარის პროვინციის ქართველებს შეხვდა, რომელთაც სურვილი აქვთ დაბრუნდნენ სამშობლოში და თავიანთ შვილებს, საპატრიარქოს რეკომენდაციით, ამ გიმნაზიაში ასწავლონ.
ნიკოლოზ (ჰირბული) და მიქაილი (მეჰრბოლი) ნორუზები VI და VIII კლასის მოსწავლეები არიან. მათი დედა ირინა (სოგოლი) გურჯია. ირინას მამა, ამბროსი გურჯი, მაზანდარის ოლქის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი გახლავთ. მათ, ფერეიდნელი ქართველებისაგან განსხვავებით, ქართულად საუბარი უჭირთ, რის გამოც, სკოლაში მათთან კომუნიკაცია თარჯიმნის მეშვეობით ხდებოდა.
როგორც გიმნაზიაში აცხადებენ, ირანელი ქართველი ბავშვები გამორჩეული მუსიკალური ნიჭის მქონენი არიან და უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და ისინი ასევე ისწავლიან გიმნაზიის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნების სკოლა-პანსიონში.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია