იტალიურ სკოლა ,,ცისკარსა“ და ბორგომანეროს პიერო გობეტის სკოლებს შორის სასწავლო-გაცვლითი პროექტი მიმდინარეობს
სასწავლო-გაცვლითი პროექტის მეორე ნაწილი ქალაქ ბორგომანეროში გრძელდება. სკოლის ინფორმაციით, უკვე 20 წელი შესრულდა რაც იტალიურ სკოლა ,,ცისკარსა“ და ქალაქ ბორგომანეროს პიერო გობეტის სკოლებს შორის სასწავლო-გაცვლითი პროექტი მიმდინარეობს. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 10 მარტს, იტალიელმა მასპინძლებმა ბორგომანეროს კომუნაში მოაწყვეს გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, ქართული ნაციონალური ტანსაცმელი და ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები საქართველოს ხედებით, პროექტში სხვადასხვა წლებში მონაწილე ქართველი და იტალიელი მოსწავლეების სურათები.
გამოფენზე ქართველმა მოსწავლეებმა იტალიელი მასპინძლებისათვის გამართეს მინი-კონცერტი. კონცერტზე შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვები და სიმღერები.
ქალაქ ბორგომანეროს საქალაქო გაზეთმა საგანგებო სტატია მიუძღვნა სასწავლო-გაცვლითი პროექტის 20 წლისთავს: ’’Scuola Gobetti i georgiane insieme da vent’anni“.
-
იტალიური სკოლია “ცისკარის” პედაგოგი ჟურნალის “მასწავლებელი” საიუბილეო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარი” ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ დედამიწის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი კვირეული მიუძღვნა by იტალიური სკოლა ცისკარი



