8 ივნისი, 2017 17:39
იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ II პირევლი კლასის მოსწავლეებმა მხატვარ ნინო ჩაკვეტაძეს შეხვედრა მოუწყვეს
7 ივნისს იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ II პირველი კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნანა ვაჩიბერიძე) შეხვედრა მოუწყვეს მხატვარ ნინო ჩაკვეტაძეს. დიდი ინტერესი გამოიწვია მხატვრის ნამუშევრებმა. თითოეულმა მოსწავლემ შეარჩია თითო-თითო ნახატი და არჩეული ნახატის სიუჟეტის მიხედვით შეთხზეს პატარ-პატარა ამბები, რომლებიც საჯაროდ წაიკითხეს.
ბოლოს მოსწავლეებმა ხელნაწერი ამბები ერთ წიგნად აკინძეს. მხატვრის დიდი ინტერესი გამოიწვია ნახატების სიუჟეტზე შეთხზულმა პატარა ამბებმა.
დასასრულს ნინო ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ილუსტრაციებზე მუშაობა მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა. II პირველი კლასის მოსწავლებმა შეხვედრაზე შექმნილი ხელნაწერი წიგნი მხატვარს უსახსოვრეს.
-
იტალიური სკოლია “ცისკარის” პედაგოგი ჟურნალის “მასწავლებელი” საიუბილეო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარი” ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ დედამიწის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი კვირეული მიუძღვნა by იტალიური სკოლა ცისკარი