GE
26 მარტი, 2018 17:50

იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა

2018 წლის 19 მარტს იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეული. კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა:

  • მე-7 კლასის მოსწავლეები ეწვივენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის ქიმიურ ლაბორატორიას, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,ბავშვები ბავშვებისათვის“;
  • მე-3 კლასის მოსწავლეებმა ექსპერიმენტორიუმში, საგაკვეთილო სივრცეში განხილეს ფიზიკური მოვლენების ექსპერიმენტები ცოცხალ გარემოში;
  • მე-7 კლასის მოსწავლეებს პლანეტარიუმში, ჩაუტარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,ციური სხეულები და მანძილების გაზომვა კოსმოსში’’;
  • მე-9 და მე-11 კლასებში მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი (მათემატიკა-ბიოლოგია);
  • მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩატარდა ღია გაკვეთილები;
  • მე-11 კლასში, საატესტატო გამოცდებისათვის მზადების ფარგლებში, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია ,,ატმოსფერული წნევისა და გარემოს კლიმატური პირობების ცვალებადობის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე“;
  • ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოებამ სასკოლო პროექტის -,,ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში მოაწყო სემინარი ,,ენდოკრინული დავადებების პრევენცია ჰუბერტატულ ასაკში“. მე-8, მე-9, მე-10 კლასის გოგონებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანი და გარემო, გოგონებს შორის საუბრები“;
  • 21 მარტს სკოლაში მოეწყო დაუნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებისათვის ცნობილი გახდა, რომ საუბრისას დაუშვებელია ფრაზების გამოყენება: „დაუნის სინდრომით დაავადებული“, „დაუნიზმით დაავადებული“, „დაუნი“. სწორი ფორმაა: „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი“;
  • სასკოლო პროექტის-,,ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში მე-10 კლასში გაიმართა დებატები თემაზე: ,,კვებითი რეგულაციები სასკოლო სასადილოში“;
  • მე-6 კლასში, სასკოლო პროექტის-,,ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი: ,,ჯანსაღი კვება – ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ“;
  • მე-7-მე-10 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ვიქტორინა – ,,როგორ ვსწავლობთ საბუნებისმეტყველო საგნებს და რა გვახსოვს“;
  • ჩატარდა, 2017-21018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში შექმნილი, პროექტის ,,ადამიანი და კოსმოსის“ პრეზენტაცია;
  • მოეწყო რობოტიკისა და ტექნიკის სასკოლო წრის ნამუშევრების გამოფენა.
  • მოეწყო ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრების ბროშურის პრეზენტაცია;
Aris.ge - განათლება განათლება