27 სექტემბერი, 2017 15:54
იტალიურ სკოლაში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა
25 სექტემბერს იტალიურ სკოლაში მოეწყო 2016–2017 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, რეიტინგული სისტემით წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება:
- ყველაზე მაღალი რეიტინგის მოსწავლე ნინო ტლაშაძე (მე-12 კლასი) დაჯილდოვდა პერსონალური კომპიუტერით – ლეპტოპით;
- რეიტინგით მეორე ადგილზე გასული მოსწავლე თეკლა სირაძე (მე-12 კლასი) დაჯილდოვდა პლანშეტური კომპიუტერით;
- რეიტინგით მეორე ადგილზე გასული მოსწავლე მარია კარავასილისი (მე-9 კლასი) დაჯილდოვდა ,,ბიბლუსის“ 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით (,,ვაუჩერით“);
- რეიტინგული სისტემით პირველ ხუთეულში მოხვედრილ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
სკოლა თითოეულ მოსწავლეს ულოცავს ამ წარმატებას.