იტალიური სკოლა “ცისკარის” ლიტერატურულ კაფე “ლიბრიამოჩში” პირველი შეხვედრა შედგა
იტალიური სკოლა “ცისკარის” კლუბის „ლიბრიამოჩის“ (ხელმძღვანელი, იტალიური ენის პედაგოგი, რუსუდან ყოინაშვილი) მუშაობის ფარგლებში, 23 დეკემბერს სკოლაში ახლახანს გახსნილ ლიტერატურულ კაფე „ლიბრიამოჩში“ პირველი შეხვედრა შედგა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენენ: სკოლის ბილინგვური სექტორის ხელმძღვანელი სილვანა მუცცატტი, სწორედ, მისი ლექსი „გორეე-კარი არდაბრუნების“ გახდა ამ შეხვედრის მიზეზი. ლექსი ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემიით დაჯილდოვდა. მასპინძლებმა მისი ლექსის ქართული თარგმანი წარმოადგინეს; შეხვედრას ასევე სწრებოდნენ იტალიური ლიტერატურის ცნობილი მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე; სკოლის დიდი მეგობარი, პოეტი გივი ალხაზიშვილი, რომლის ლექსები პირველად სწორედ სკოლა „ცისკარში“ ითარგმნა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო სკოლაში შექმნილი თარგმანები, საბავშვო ლექსები და სიმღერები.
-
იტალიური სკოლია “ცისკარის” პედაგოგი ჟურნალის “მასწავლებელი” საიუბილეო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარი” ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ დედამიწის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი კვირეული მიუძღვნა by იტალიური სკოლა ცისკარი

